გაკვეთილის გეგმები

                                                   გაკვეთილის გეგმა
 გაკვეთილი თემა
თიხიდან - პოლიეთილენამდე

 სწავლების საფეხური და კლასი
საბაზო - საშუალო

ინტეგრირებული საგნები 
ქიმია
ეკონომიკა

მასწავლებლების სახელი, გვარი
ლიანა აღდგომელაშვილი
ინგა ბიბილური

 მოსწავლეთა რაოდენობა
21
 გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით)
·         ქიმია: მოსწავლეს ჩამოუყალიბდება ინტერვიუს საფუძველზე მოპოვებული ინფორმაციისა და გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის შერწყმით მოხსენების მომზადების და წარდგენის უნარი.
·         ეკონომიკა: მოსწავლე შეძლებს შედარების საფუძველზე არჩევანის გაკეთებას, მას ჩამოუყალიბდება კრიტიკული აზროვნების და შეფასების უნარი.
. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
·         ქიმ.XI.6. მოსწავლე ახასიათებს ორგანულ ნაერთებს, მსჯელობს მათი მნიშვნელობების შესახებ.
·      გეგმავს და ატარებს ინტერვიუებს, მოიპოვებს მასალას ქიმიური წარმოების როლის შესახებ აქტუალური პრობლემების (მაგ.ახალი კომპოზიციური მასალების, სამკურნალო საშუალებების სინთეზი, ქიმიური ბოჭკოსა და ლაქ - საღებავების მიღება) გადაწყვეტაში, გამოდის მოხსენებით თანაკლასელების წინაშე.
·         ეკონ.XI/XII.3. მოსწავლე შეისწავლის კონკურენციის წარმოშობის მიზეზს და მსჯელობს მისი ხელისშემშლელი თუ ხელისშემწყობი ფაქტორების შესახებ.
·      ასახელებს მისთვის ცნობილ რამდენიმე კომპანიას/ფირმას, რომლებიც ერთსა და იგივე სახის საქონელს აწარმოებენ ან ეწევიან მომსახურებას; საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ირჩევს საუკეთესო მწარმოებლის გამოსავლენ კრიტერიუმებს და ასაბუთებს თავის მოსაზრებას; მსჯელობს, რამდენად თანაბარ პირობებში მოქმედებენ ეს კომპანიები;
·      კონკრეტულ სამეწარმეო საქმიანობის განხილვის საფუძველზე გამოყოფს მოგების გაზრდისა და ხარჯების შემცირების ფაქტორებს;მსჯელობს ამ საქმიანობაში ჩართული ადამიანების შესაძლებლობებზე წარმოების ეფექტიანობის გასაზრდელად;
·         ისტ-ის მისაღწევი შედეგი 5. კვლევის ტექნოლოგიური საშუალებები.
·      იყენებს ისტ-ის საშუალებებს ინფორმაციის შენახვის, მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზისათვის, შემდგომში შედეგის სხვებისთვის მიწოდების მიზნით.

 თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
·         აქტივობა 1.სამოტივაციო (5 წთ)
·         მინილექცია
·         აქტივობა 2.საშინაო დავალების პრეზენტაცია.(20წთ)
·         მოსწავლეებმა ინდივიდუალურად წარმოადგინეს საშინაო დავალება . მათ ინტერვიუს შედეგების, გაკვეთილებზე მიღებული  ცოდნის  და სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციის შერწყმით წარმოადგინეს ვიდეოკოლაჟი, აგრეთვე მოამზადეს სტენდი.
·         აქტივობა 3.საკლასო სამუშაო.(15წთ)
·         მოსწავლეები მუშაობენ საკუთარი მეწარმეობის უნარის შეფასების ტესტებზე.
·         აქტივობა 4.შეფასება.(5წთ)
 შეფასება
·         მოსწავლეები შევაფასეთ საშინაო დავალების შეფასების რუბრიკის მიხედვით ინდივიდუალურად. შეფასების ტიპი განმსაზღვრელი.
 საკლასო მენეჯმენტი . რესურსები
·         ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი, სტენდი, ტესტები, სახელმძღვანელო.
·         ინტერვიუ ... პლასტიკური წარმოებიდან.
·         სახელმძღვანელო: ქიმია XI-XII კლასი. ავტ.ლია თევზაძე, ნუნუ ჯავახიშვილი.
·         ეკონომიკა XI-XII კლასი. ავტ.ნინო ტალახაძე, ლია გიგაური, მარინა ნაცვალაძე.
ინტერნეტი





                                                 გაკვეთილის გეგმა
თემა               ელემენტის ჟანგვის რიცხვი და ვალენტობა
კლასი      X
მოსწავლეთა რაოდენობა   28
გაკვეთილის მიზანი   მოსწავლემ შეძლოს  შეადაროს ჟანგვისა და აღდგენის პროცესები,დაასახელოს მჟანგავების და აღმდგენების მაგალითები, იმსჯელოს მათ გამოყენებაზე.
ე.ს.გ.-ით მისაღწევი შედეგი  ქიმ.X.8. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ჟანგვა-აღდგენითი პროცესები
·         ადარებს ერთმანეთს ჟანგვისა და აღდგენის პროცესებს , ასახელებს მჟანგავებისა და აღმდგენების მაგალითებს, მსჯელობს მათ გამოყენებაზე.
·         განსაზღვრავს ელემენტის ჟანგვით რიცხვს სხვადასხვა ნაერთში   
გაკვეთილის მსვლელობა:  1.აქტივობა:   სამოტივაციო (5 წთ.) მთელი კლასი
მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს ,თუ როგორ იცვლის ფერს გაჭრილი ვაშლი და მოსწავლეები მსჯელობენ, ცდილობენ  ახსნან ფერის ცვლილების მიზეზი.მოჰყავთ,ჯანგვის მაგალითები,უკავშირებენ  იონური ბმას
2.აქტივობა :       აქტიური ლექცია (15წთ)  მთელი კლასი
მასწავლებელი საუბრობს ჟანგვისა და ვალენტობის შესახებ,სვამს შეკითხვებს,ახსენებს მოსწავლეებს უკვე ნასწავლ საკითხებს და უკავშირებს ახალ მასალას,ამახვილებს ყურადღებას ჟანგვის რიცხვის განსაზღვრაზე,
3. აქტივობა :  პრაქტიკული მეცადინეობა  (20  წთ)  ინდივიდუალური
მოსწავლეები ასრულებენ მიზნობრივ სავარჯიშოებებს, ანგარიშობენ ნაერთში ჟანგვის რიცხვს, ადარებენ ვალენტობას,მოყავთ მჟანგავების და აღმდგენლების მაგალითები
4. აქტივობა:    მოსწავლეთა შეფასება (3 წთ.) ინდივიდუალური
მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკის მიხედვით
5.აქტივობა: საშინაო დავალება   ( 2 წთ) მთელი კლასი
სავარჯიშოები სახელმძღვანელოდან

  კრიტერიუმები
1-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
  ჟანგვა-აღდგენის პროცესების დასახელება,შედარება,მსჯელობა
ვერ ასახელებს , ვერ მსჯელობს
ასახელებს და ადარებს ნაწილობრივ
ასახელებს,ადარებს და მსჯელობს ძირითადად
ასახელებს,ადარებს და მსჯელობს სრულყოფილად

ელემენტის ჟანგვის რიცხვის განსაზღვრა
ვერ განსაზღვრავს
განსაზღვრავს ,საჭიროებს დახმარებას
განსაზღვრავს ძირითადად
განსაზღვრავს სრულყოფილად




                                                           გაკვეთილის გეგმა
თემა :                               მუსიკალური ჰარმონია ფიზიკურ-ქიმიურ მოვლენებში.
ინტეგრირებული :                            მუსიკა ,ფიზიკა, ქიმია,
პედაგოგები:                                       მარი დაღუნდარიძე, ნინო გურგენიძე,
                                                              მარი თურმანიშვილი,  ლია  აღდგომელაშვილი
კლასი :                                        VIII
მოსწავლეთა რაოდენობა :        28
სსმპ მოსწავლე;                            1
გაკვეთილის სასწავლო მიზანი : მოსწავლემ შეძლოს მის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე აღწეროს ნივთიერებები, იმსჯელოს მათ თვისებებზე,გარდაქმნაზე. გაანალიზოს და შეაფასოს კავშირი მათ შორის.მოცემულ მოვლენებზე შექმნას მარტივი მუსიკალური კომპოზიციები მუსიკალური ფრაზით და რიტმული ფიგურებით.
ე.ს.გ.-ით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:

მუს.VIII.1.   მოსწავლეს შეუძლია  იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:      
·           სიმღერით აბოლოებს მასწავლებლის ან თანაკლასელის მიერ დაწყებულ მელოდიას, პასუხბს მუსიკალურ ფრაზას, რიტმულ ფიგურას;
მუს.VIII.3.       მოსწავლეს შეუძლია   სხვადასხვა დავალების შესრულება მუსიკალურ-კომპიუტერული  პროგრამების  გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:      
·           იცნობს მუსიკალურ-კომპიუტერულ პროგრამების სხვადასხვა შესაძლებლობას  (მუსიკის ჩაწერა, ფაქტურის, ტემბრის შერჩევა, რიტმული  და აკორდული თანხლება);
·           მოცემული დავალების შესრულებისას იყენებს თეორიულ ცოდნას (მუსიკის ანბანი, ფორმ, ჰარმონი);
ქმნის მარტივ მუსიკალურ კომპოზიციებს.
ფიზ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები და ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.
  შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         ატარებს ცდებს სხვადასხვა ნივთიერების სითბურ გაფართოებაზე დასაკვირვებლად, აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებ;
·         ატარებს ცდებს სითბოცვლის პროცესებზე დასაკვირვებლად, აანალიზებს და გამოჰყავს სხეულის გათბობისათვის საჭირო სითბოს რაოდენობის გამოსათვლელი ფორმულა; აანალიზებს დნობა-გამყარების, აორთქლება-კონდენსაციის პროცესებს, რაოდენობრივად აღწერს მათ;
ქიმ.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია  არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასების დახასიათება.                      
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         გეგმავს და ატარებს ცდებს და მისთვის ცნობილ მჟავებსა და მეტალებს შორის ურთიერთქმედების საფუძველზე მსჯელობს მეტალთა შედარებით აქტიურობაზე;
·         აკვირდება მეტალთა ჟანგვის პროცესებს ყოფა-ცხოვრებაში, მოიპოვებს სათანადო ინფორმაციას და მსჯელობს მეტალთა თვისებებზე;
მსჯელობს ნაერთთა კლასებს შორის ურთიერთკავშირსა და ურთიერთგარდაქმნაზე, ადგენს ზოგად მარტივ სქემებს (მაგ., M MO  M(OH)n
კვლ.VIII.2მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·         აწარმოებს  დაკვირვებას ან /და გაზომვებს,    აღრიცხავს მონაცემებს;

მიზნის მისაღწევი აქტივობები: 1. მოტივაციის აქტივობა (5 წთ.)
                                                          2.კითხვა-პასუხი  (10 წთ.)
                                                          3.ცდა   (7 წთ.)
                                                          4.  პრეზენტაცია (20 წთ.)                                                         
                                                           5.მოსწავლეთა თვითშეფასება (3 წთ.)
გაკვეთილის მსვლელობა : კლასი დაყოფილია ჯგუფებად : ოქსიდები,ფუძეები,მჟავები,მარილები,წყალი, მეტალები.
1)მასწავლებელი  აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს და მოტივაციისათვის   უჩვენებს ვიდეო (საოცარი ქიმიური ცდა) , რის შემდეგაც პედაგოგები  სვამენ საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე მიზნობრივ შეკითხვებს :რომელი ნივთიერება ამოიცანით? რომელი მოვლენაა-ფიზიკური თუ ქიმიური? რა არის სუბლიმაცია?  რამდენად შესაბამისია მუსიკა ცდის ეფექტთან?...
2) შემდეგ მასწავლებლები კვლავ უჩვენებენ ვიდეოს (ნაწყვეტი მულტფილმებიდან) და მიზნობრივი შეკითხვებით გამოიკვლევენ მოსწავლეთა ცოდნას სამივე საგანთან მიმართებაში, საგანთა შორის კავშირების გააზრების უნარის დასადგენად.
3)სსმპ მოსწავლე ატარებს ცდას,ყინულს ათავსებს ჭიქაში, დებს გამათბობელზე და ალღობს ყინულს- გამოთქვამს აზრს ამ მოვლენის შესახებ.
მეორე მოსწავლე კი ატარებს ქიმიურ ცდას -ნატრიუმის ურთიერთქმედება წყალთან, შედეგს ამოწმებს ინდიკატორი. ცდის დროს გამოიყოფა წყალბადი, ისმის  შიშინი, რის იმპროვიზაციასაც მოსწავლეები გამოხატავენ ცეკვა ლაზურით, ხოლო სსმპ მოსწავლე გამოსახავენ რეაქციას სქემატურად ნახატით .
4)ჯგუფები წარადგენენ კლასის წინაშე საშინაო დავალებას სხვადასხვა ფორმით: რეფერატის ,სლაიდ შოუს,პლაკატის და ა,შ.
4)მოსწავლეები შეფასდებიან თვითშეფასების რუბრიკის გამოყენებით.




  
კრიტერიუმები
1-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
ნივთიერებების თვისებების აღწერა და მსჯელობა მათ გარდაქმნაზე
 აღწერს,ვერ მსჯელობს
აღწერს, ნაწილობრივ მსჯელობს მათ გარდაქმნაზე
 ძირითად აღწერს და მსჯელობს მათ გარდაქმნაზე
სრულყოფილად აღწერს და მსჯელობს მათ გარდაქმნაზე
2)ფიზიკურ -ქიმიური მოვლენების შესაბამისი მუსიკალური კომპოზიციების შექმნა და გამოხატვა

3)მოძიებული ინფორმაციის შსაბამისობა

ვერ ქმნის,ვერ გამოხატავს







მასალა არ არის საკითხის შესაბამისი
ნაწილობრივ ქმნის ,ვერ გამოხატავს






მასალა ნაწილობრივაა შესაბამისი
ძირითადად ქმნის და გამოხატავს






მასალა ძირითადად შეესაბამება საკითხს
სრულყოფილად ქმნის და გამოხატავს






მასალა სრულად შეესაბამება საკითხს



,გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: ლიანა აღდგომელაშვილი

საგანი: მუსიკა,ქიმია, ხელოვნება.
კლასი: VIII

თემა:  აღორძინების ხანის კულტურა ქიმიის თვალსაზრისით
დრო: .....45.... წუთი.

მოსწავლეთა პროფილი:         28 მოსწავლე
სსსმ მოსწავლე -არ არის

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე   სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით წარადგენს აღორძინების  ეპოქის ხელოვნების ნიმუშების, მუსიკის სტილის, მუსიკალური საკრავების და ამავე ეპოქის  ხელოვნებაში გამოყენებული მასალების ფიზიკურ-ქიმიურ თვისებების შესახებ მოძიებულ ინფორმაციას,გადმოსცემს განწყობილებას ნახატით.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მუს.VIII.6. მოსწავლე შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან  მუსიკოსის შემოქმედება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           მოიძიებს და ამუშავებს ინფორმაციას მუსიკალური ნაწარმოების, კომპოზიტორის, შემსრულებლის შესახებ;
·           წარადგენ  მოძიებულ ინფორმაციას, საკუთარ შთაბეჭდილებას მუსიკალური ნაწარმოების, ამა  თუ იმ მუსიკოსის შესახებ;

მუს.VIII.8.  მოსწავლეაღიქვამს  მუსიკას,  როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას. 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აგანასხვავებს მუსიკალურ სტილებს კულტურისა და ეპოქის  მიხედვით;
·           საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კონკრეტული მუსიკალური განწყობილების, კომპოზიტორის ჩანაფიქრის გამოხატვა მუსიკალური გამომსახველობის სხვადასხვა ხერხის საშუალებით;            
·           განიხილავს მუსიკის როლს ხელოვნების სხვა დარგებისთვის.


.   
ს.გ.VIII.2.  მოსწავლე იჩენს ინიციატივას და ავითარებს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და პროცედურის გამოყენების უნარს ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           შერეული ტექნიკით ქმნის გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებს;
·           ამზადებს დეკორატიულ-გამოყენებით საგნებს თიხის, ხის, ლითონის და სხვა მასალის თვისებების გათვალისწინებით;
·           ირჩევს თემატიკას, ტექნიკას, შესაბამის გამომსახველობით ხერხებს და მასალას განწყობილების გადმოსაცემად;
.
კვლ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  •  იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
     
ქიმ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ქიმიური რეაქციების    დახასიათება, წვისა  და  ჟანგვის პროცესების   შედარება.                              
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასახელებს სხვადასხვა ტიპის რეაქციების მაგალითებ და ადგენს შესაბამის ქიმიურ განტოლებებს;
·         ჩამოთვლის წვისა და ჟანგვის მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, მათ ხელშემწყობ ფაქტორებს;
·         მსჯელობს ჟანგვისა და წვის დადებით და უარყოფით შედეგებზე; აღწერს წვის თანმხლებ მოვლენებს (სითბოსა და სინათლის გამოყოფა).
ქიმ.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია  არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასების დახასიათება.                      
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასხვავებს ერთმანეთისგან ოქსიდებს, მჟავებს, ფუძეებს (ტუტეებს)  და მარილებს, ადგენს მათ  ფორმულებს;
·         აკვირდება მეტალთა ჟანგვის პროცესებს ყოფა-ცხოვრებაში, მოიპოვებს სათანადო ინფორმაციას და მსჯელობს მეტალთა თვისებებზე;




საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლემ იცის სხვადასხვა ეპოქის კულტურა,ზოგადად ნივთიერებათა ფიზიკურ-ქიმიური თვისებები,მათი ადგილი პერიოდულ სისტემაში,   აგრეთვე ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესები.

შეფასება და თვითშეფასება:
განმავითარებელი შეფასება: ინსტრუმენტები-შესასვლელი ბილეთები, „შუქნიშანი“, თვითშეფასება, კომენტარები,გასასვლელი ბილეთები“
განმსაზღვრელი შეფასება: შეფასების სქემა(ჰოლისტური)

სასწავლო მასალა და რესურსები:
 კომპიუტერი,თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები,ქიმიური ჭურჭელი, სპირტქურა,მეტალები,ნივთიერებები, ინდიკატორი,საღებავი,სანთლები,ფორმატი,კოსტიუმები,

აქტივობა N1     სამოტივაციო       დრო- 5 წთ.                 ორგანიზების ფორმა- მთელი კლასი

აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება   განმავითარებელი შეფასება-შესასვლელი ბილეთი
                
აქტივობის აღწერა:  გონებრივი იერიშის გამოყენებით ვააქტიურებ ცოდნას,
ამისათვის მოსწავლეებს ვუსვამ წინასწარ მომზადებულ შეკითხვებს  სლაიდების   გამოყენებით,  ასევე შევახსენებ ლაბორატორიაში  მუშაობის უსაფრთხოების წესებს და ვაცნობ გაკვეთილის მიზანს.

აქტივობა N 2   პრეზენტაცია         დრო- 25 წთ.     ორგანიზების ფორმა - ჯგუფები                                                                                                  

აქტივობის მიზანი : საშინაო დავალების წარდგენა შესაბამისად შერჩეული ქიმიური ცდის თანხლებით.

აქტივობის აღწერა : კლასი გაყოფილია 5 ჯგუფად.  ჯგუფები რიგ-რიგობით წარადგენენ მომზადებულ საშინაო დავალებას,ატარებენ ცდას,რომელიც შეესაბამება მათ მიერ მომზადებულ თემას, მოსწავლეები  აკვირდებიან ცდის მსვლელობის თანმხლებ მოვლენებს,  აღითქვამენ ცდის პროცესს  მუსიკის და ხელოვნების ჭრილში,ავლებენ პარალელს საგანთა შორის,გამოთქვამენ მოსაზრებებს,გამოაქვთ დასკვნა,აკეთებენ თვითშეფასებას რეიტინგული სისტემით,ასევე  ურთიერთშეფასებას   „შუქნიშანი“-ს გამოყენებით.                                                                          

აქტივობა N 3     შეჯამება       დრო- 15 წთ. ორგანიზების ფორმა -ინდივიდუალური

აქტივობის მიზანი: ცოდნის შეჯამება-შეფასება
აქტივობის აღწერა : მოსწავლეებს ვაძლევ დამოუკიდებელ სამუშაოს   ინდური რაგის თანხლებით ანთებული სანთლების გარემოცვაში მიღებული განწყობილება გადმოსცენ სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხით: მაგ. ნახატის საშუალებით,დაწერონ რეაქციის ტოლობები,რომელიც ახლავს სანთლის წვას,იმსჯელონ რეაქციის პროდუქტების შესახებ,განიხილონ დავალება სამივე საგნის კონტექსტში.                      შეფასების რუბრიკა
  გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეავსებენ გასასვლელი ბილეთებს.




შეფასების რუბრიკა(ჰოლისტური)
არადამაკმაყოფილებელი
   1 ქულა
დამაკმაყოფილებელი
    2 ქულა
კარგი
   3 ქულა
ძალიან კარგი
  4 ქულა
მოსწავლე ვერ ასრულებს დავალებას,ვერ წარადგენს,ვერ ამყარებს კავშირს საგანთა შორის
მოსწავლეს უჭირს  შესრულებული დავალების წარდგენა,ვერ ამყარებსკავშირს საგანთა შორის
მოსწავლე საკმაოდ კარგად  ასრულებს დავალებას წარადგენს ნაწილობრივ ამყარებს კავშირს საგანთა შორის
მოსწავლე სრულყოფილად ასრულებს დავალებას,წარდგენისას სრულად აღწერს კავშირს საგანთა შორის






თვითშეფასება
შეკითხვა
პასუხი
მიაღწიეთ თუ არა მასწავლებლების მიერ დასახულ მიზანს?




რა იყო თქვენი გუნდის ყველაზე დიდი მიღწევა?







რა იყო თქვენი ერთობლივი მუშაობის ხარვეზი და ნაკლი













შეაფასეთ თქვენი ცოდნის შედეგი
დაბალი                                          მაღალი
  1                     2     3                         4






















ასვლელი ბილეთ
თარიღი:_____________________
დაასრულეთ ქვემოთ მოცემული წინადადებები:
დღევანდელი გაკვეთილიდან
  1. მე მომეწონა...
____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

  1. ჩემთვის ბუნდოვანი დარჩა....
____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

  1. რას ისურვებდით მომავალი გაკვეთილისთვის
_________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________









            ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
1
კლასი
VIII-გ  -კლ.
2.
საგნები:
ქართული ენა ლიტერატურა,  ქიმია, მუსიკა.
3.
ე.ს.გ-ით  მისაღწევი შედეგები  და ინდიკატორები:
ქარ.VIII- 11. მოსწავლეს შეუძლია  წერილობითი ტექსტის  ფორმისა და სტილის  შერჩევა მიზნისა და  აუდიტორიის გათვალისწინებით.
·         შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ამოიცნობს და თავად იყენებს  საშუალებებს, რომლებიც  შეესაბამება სხვადასხვაგარ  აუდიტორიასა და მიზნებს;
ქართ.VIII-12. მოსწავლეს  შეუძლია  ენობრივ -გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტის შესაქმნელად.
შედეგი თვალსაჩინოა:
·         ართებულად იყენებს  მსჯელობისა და არგუმენტებისათვის  შესაფერის ლექსიკასა და   სინტაქსურ კონსტრუქციებს (,,თუ... მაშინ...“ ,,,ამრიგად..., მაშასადამე...“, ,, რასაც ადასტურებს...“).
·         მიმოხილვითი  შექმნისას იყენებს  შესაბამის  ენობრივ -გრამატიკულ მახასიათებლებს.
 ქართ. VIII.  მოსწავლეს  შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის. 
·         ასწორებს ნაწერში ორთოგრაფიულ პუნქტუაციურ და გრამატიკულ შეცდომებს;  იყენებს  ორტოგრაფიულ და უცხო სიტყვათა ლექსიკონებს.
·          იყენებს კომპიუტერულ  ტექნოლოგიას ტექსტების შესადგენად , დასაფორმატებლად და პრეზენტაციის  მოსამზადებლად.
ქიმ.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია  არაორგანულ ნაერთა  ძირითადი კლასების დახასიათება.
შედეგი თ ვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          ანსხვავებს ერთმანეთისაგან  ოქსიდებს , მჟავებს,, ფუძეებს(ტუტეებს) და მარილებს,  ადგენს მათ ფორმულებს.
·         აკვირდება მეტალთა ჟანგვის პროცესებს ყოფა-ცხოვრებაში. მოიპოვებს  სათანადო ინფორმაციას და  მსჯელობს მეტალთა თვისებებზე.
ქიმ. VIII.  3.  მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა   წარმოდგენა სხვადასხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.
.4.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეს შეუძლია თემატიკის არჩევა შესაბამისი   აუდიტორიის  მოთხოვნების გათვალისწინებით,
 პრეზენტაციის მომზადებისას  კი შესაფერისი მასალების,  კონსტრუქციების,  განკერძოებული  სიტყვების, საზოგადო მოღვაწეების  გამონათქვამების  გამოყენება.  აგრეთვე მოცემულ ტექსტში  აღნიშნული ნივთიერებების ამოცნობ და მათი ფორმულებით გამოსახვა.მუსიკალური ნიმუშების  აღქმა, როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალება და მოძიებული  მასალების წარდგენა  ციფრული ტექნოლოგიების საშუალებებით.
          მუს.VIII. 6. მოსწავლეს შეუძლია  გააცნოს თანაკლასელებს  მუს. ხელოვნების ნიმუში ან მუსიკის შემოქმედება.
           მუს. VIII. 6.  მოსწავლე აღიქვამს მუსიკას, როგორს ინფორმაციისა და  კომუნიკაციის საშუალებას.
5.
გაკვეთილის თემა:
სამი შატბერდული ხელნაწერის თავგადასავალი.
6.
წინარე ცოდნა:
მოსწავლემ  იცის  პრეზენტაცის  მომზადებისთვის  საჭირო მასალის მოძიება: აუდიტორიის მოთხოვნის გათვალისწინება, ინფორმაციის დამაზუსტებელი სიტყვების,  ციტატების გამოყენება  მიმოხილვითი ტექსტის შესაქმნელად, მოცემულ ტექსტში ოქსიდების, მარილების ამოცნობა და მსჯელობა მათ შესახებ.

7.
მიზნის მისაღწევი აქტივობები:
მოტივავია_2 წთ.

ქართული საგალობელი-3 წთ.

მინი ლექცია-სამეცნიერო-პოპულარული ტექსტი-3წთ;

პრეზენტაცია-25 წთ;.

 მიზანმიმართული დავალებები-10 წთ.
შეფასება- 2 წთ.


8.
























































9.







10.





გაკვეთილის მსვლელობა:












































































შეფასება










გამოყენებული მასალა





 მასწავლებელი ყოფს კლასს  ჯგუფებად: ,,ხელნაწერები“,  ,,ადიში“,  ,,ჯრუჭი“,  ,,პარხლი“.
აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მის მიზნებს, ცდილობს  მათ გამოწვევას ,  ასმენინებს  ქართულ საგალობელს ,,დედაო ღვთისა“   და სთხოვს ორიოდე სიტყვით დაწერონ , თუ რა მოლოდინი აქვთ ამ გაკვეთილიდან .  ასევე ისაუბრონ   იმ შთაბეჭდილებებზე, რომელიც მოახდინა მათ მიერ  ხელნაწერთა მუზეუმში სტუმრობამ.  მასწავლებელი საუბრობს  საინფორმაციო ტექსტის სწავლებისსირთულეზე, ამ მიზნით კოლეგებთან თანამსრომლობაზე.
    ჯგუფი ,, ხელნაწერები“-პრეზენტატორი საუბრობს ქართული  ხელნაწერების შექმნასა და მათ  განუზომელ ღირებულებებზე   საქართველოს კულტურასა და ისტორიაში.პრეზენტაციისას იყენებს თავის მიერ შექმნილ სლაიდებსა და  ვიდეო-მასალას. ამოიცნობენ ტექსტში  ნივთიერებებს, მსჯელობენ  მათ  შედგენილობასა და ფორმულებზე.  ჯგუფის წევრები ასევე  განმარტავენ ოთხთავის   ,  დედანის, ასლის რაობას. პრეზენტაცია მიმდინარეობს  კითხვა- პასუხის რეჟიმში.
   ჯგუფი -,,ადიში“- პრეზენტატორი  გვამოგზაურებს VIII IX  საუკუნის  ტაო-ჯლარჯეთში, გაგვაცნობს საეკლესიო მოღვაწესა და  ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის  ფუძემდებელს , გრიგოლ ხანძთელს, მის მიერ  აშენებულ  მონასტერს, შატბერდს , სადაც შეიქმნა  სამი სახარება,  სამი შატბერდული ოთხთავი. საუბრობს კონკრეტულად ადიშის ხელნაწერის  თავგადასავალზე  მასწავლებლის მიერ  მითითებული გეგმის მიხედვით. გვესაუბრება  მის შემქმნელზა, მხატვარსა და იმ მასალათა ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც გამოყენებული იქნა მათ შესაქმნელად. გვაჩვენებს ჯგუფის მიერ შექმნილ ვიდეო-მასალას,  ხელნაწერის მოგზაურობის  მარშრუტს. პასუხობს დასმულ კითხვებს.
   ჯგუფი-,,ჯრუჭი“-პრეზენტატორი გვესაუბრება ჯრუჭის ოთხთავის შექმნის, ტყვეობის თავგადასავალის შესახებ ,  IX-საუკუნეში აშენებული  წმ. გიორგის სახელობის  ტაძარზე, სადაც სავარაუდოდ  ხელახლა აკინძეს  ოთხთავი, გაუკეთეს ხეზე  გადაკრული ტყავის ყდა  შემკული ხუთი უბრალო ლითონის  ჯვრით, ყველაზე დიდ ჯვარში ჩაუსვამთ ლალის თვალი, გვესაუბრება ლითონის ჟანგვაძე, გვიჩვენებს ფორმულას,  იმსჯელებს ლალის ქვის შედგენილობაზე, იყენებს ციფრულ ტექნოლოგიას,უპასუხებს დასმულ კითხვებს.
  ჯგუფი-,,პარხლი“-პრეზენტატორი საუბრობს პარხლის თავგადასავალზე მოცემული გეგმის მიხედვით,  იმ ქიმიურ ელემენტებზე, რომლითაც ისინი არიან შექმნილები, გვიჩვენებს თავის მიერ  მომზადებულ  ვიდეო-მასალებს: ხელნაწერის გადაადგილების  მარშრუტს, გამოჩენილ  პიროვნებათა ფოტოებს, პასუხობს დასმულ კითხვებს, ჯგუფის  წევრი საუბრობს წელთაღრიცხვის სისტემაზე ქორონიკონი ხელმძღვანელობს  მის მიერვე მომზადებული სლაიდით,  მოსწავლე კითხულობს  ვახუშტი ბატონიშვილის მეუღლის,  ანუკა ბატონიშვილის  მიერ ხელნაწერზე მიწერილ  ლექსს.
     შემდეგ  ჯგუფებს  მიეცენათ მიზანმიმართული წერითი დავალებები:
     ჯგუფი -,,ხელნაწერები“-   წინათქმიდან ციტატების ამოწერა და მათზე მსჯელობა .ჯგუფის თითო წევრი მოიძიებს ერთ წინადადებას და მსჯელობს იმის შესახებ თუ რა არის ციტატა, რისთვის იყენებს  ავტორი მას და რა სასვენი იხმარება მასთან, რა შემთხვევაში. (თითოეულ ჯგუფში 6 მოსწავლეა).
      ჯგუფი- ,,ადიში“- თავი სამი შატბერდული ხელნაწერიდან  მოიძიებს ტექსტში  ჩართულის გამოყენების შემთხვევებს, ამოიწერენ წინადადებით და იმსჯელებენ რისი გამოხატვა ეკისრება მათ.
       ჯგუფი--,,ჯრუჭი“-ასრულებენ დავალებას , მითითებულ  სვამენ შესაბამის   სასვენ ნიშნებს და   მსჯელობენ მათ შესახებ.

      ჯგუფი-,,პარხლი“- იმუშავებენ ლექსიკონზე, მოცემულ ცხრილში უცხო სიტყვას  მოუძებნიან   შესაფერის  სიტყვას.


          გამოყენებული იქნა საპრეზენტაციო რუბრიკა,  მოსწავლეთა თვითშეფასების  სქემა.

          
       
                  სახელმძღვანელო, თაბახის  ფურცელები,  წებოვანი ქაღალდები,  ცარცი,  ციფრული  
 ტექნოლოგიები.
11.
 პედაგოგები:
 ნ. დათაშვილი, ლ. აღდგომელაშვილი, მარი დაღუნდარიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий